Belive

პრემიერ ლიგა დასრულდა - გავარდნილები ცნობილია

3 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერ ლიგის ბოლო ტური მეტად ემოციური გამოდგა. დიდმა გუნდებმა ლეგენდები გააცილეს - მანჩესტერ სიტიში გატარებული 10 წლის შემდეგ, კლუბს ბოლო შეხვედრაში უხელმძღვანელა პეპ გვარდიოლამ (ასტონ ვილასთან დამარცხდა - 1:2). მანჩესტერ სიტი დაემშვიდობა ჯონ სტოუნსსა და ბერანრდუ სილვასაც.

ლივერპული საკუთარ ლეგენდებს გამოეთხოვა - მერსისაიდელებმა პატივით გააცილეს მოჰამედ სალაჰი და ენდი რობერტსონი.

სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით, გასარკვევი იყო მესამე გუნდის ვინაობა, რომელიც ჩემპიონშიპში დაქვეითდებოდა და გუნდები, რომლებიც ევროტურნირებზე თამაშის უფლებას მოიპოვებდნენ.

ვულვზი და ბარნლი რამდენიმე ტურით ადრე, ოფიციალურად გავარდნილები იყვნენ - ბოლო ტურმა ვესტ ჰემისა და ტოტენჰემის ბედი გადაწყვიტა. საკუთარი შეხვედრები ორივე ლონდონურმა კლუბმა მოიგო და საბოლოოდ, ტოტენჰემმა ვესტ ჰემს 2 ქულით აჯობა - მომავალ წელს, პრემიერ ლიგაში ვულვზს, ბარნლისა და ვესტ ჰემს ვერ ვიხილავთ, მათ ადგილს ქოვენთრი, იფსვიჩი და ჰალი დაიკავებს.

ჩემპიონ არსენალთან ერთად, ჩემპიონთა ლიგაზე სიტი, იუნაიტედი, ასტონ ვილა და ლივერპული ითამაშებენ. ევროპა ლიგაზე ბორნმუთი და სანდერლენდი გავიდნენ, ხოლო კონფერენს ლიგაზე ინგლისს ბრაიტონი წარმოადგენს.

სხვა სტატიები