Belive

პრემიერლიგიდან ლესტერი, ლიდსი და საუთჰემპტონი გავარდნენ

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერლიგის ბოლო ტურის წინ, სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში, ფაქტობრივად, ყველაფერი გარკვეული იყო. რაც შეეხება გასავარდნ ზონას, დარჩენისთვის ერთდროულად სამი გუნდი (,,ევერტონი'', ,,ლიდს იუნაიტედი'' და ,,ლესტერი'' ) იბრძოდა.

,,ევერტონმა'', რომელიც საკუთარ თავზე იყო დამოკიდებული, შინ ,,ბორნმუთის'' დამარცხება შეძლო და 36 ქულით მე-17 ადგილზე გავიდა. მოიგო ,,ლესტერმაც'', თუმცა დინ სმიტის გუნდმა პრემიერლიგა 34 ქულით მე-18 ადგილზე დაასრულა და ჩემპიონშიფში დაქვეითდა. უმაღლესი ლიგიდან გავარდა ,,ლიდსიც'', რომელმაც ბოლო ტურში ,,ტოტენჰემთან'' 1:4 წააგო. მესამე დაქვეითებული გუნდი ,,საუთჰემპტონია'', რომლის ვინაობაც აქამდეც ცნობილი იყო.

დღეს გაირკვა, რომ ევროტურნირებზე ვერ ითამაშებს ,,ტოტენჰემი'', რაც 2009-2010 წლების სეზონის შემდეგ პირველი შემთხვევაა.

პრემიერლიგიდან ჩემპიონთა ლიგაზე ,,მანჩესტერ სიტი'', ,,არსენალი'', ,,მანჩესტერ იუნაიტედი'' და ,,ნიუკასლი'' იასპარეზებენ, ევროპა ლიგაზე - ,,ლივერპული'' და ,,ბრაიტონი'', ,,კონფერენს ლიგაზე'' კი - ,,ასტონ ვილა''.

სხვა სტატიები