Belive

რა თანხა გამოიმუშავა ტოტენჰემმა ევროპა ლიგის მოგებით

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევროპა ლიგის 2024/25 წლების სეზონი ტოტენჰემის გამარჯვებით დასრულდა. ინგლისურ ფინალში სპურსმა ბრენან ჯონსონის გოლით მანჩესტერ იუნაიტედი დაამარცხა და 1984 წლის შემდეგ პირველად, ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირი მოიგო.

მხოლოდ ფინალური მატჩის მოგებით სპურსმა 6 მილიონი ევრო, ხოლო უეფას სუპერთასზე თამაშის უფლების მოპოვებით დამატებით 4 მილიონი ევრო მიიღო. მთლიანობაში, ტოტენჰემმა ევროპა ლიგის 2024/25 წლების სეზონში, 45.376 მილიონი ევრო გამოიმუშავა.

ფინალში დამარცხებულმა მანჩესტერ იუნაიტედმა, ევროპა ლიგის წლევანდელ სეზონში 36.420 მილიონი ევროს გამომუშავება შეძლო.

სხვა სტატიები