Belive

პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელი დომინიკ სოლანკე გახდა

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის პრემიერ ლიგის 2023 წლის დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი დომინიკ სოლანკე გახდა.

"ბონმუთის" თავდამსხმელმა, დეკემბრის თვეში შვიდ მატჩში მიიღო მონაწილეობა და 6 გოლის გატანა მოახერხა.

ინგლისელმა ფეხბურთელმა აღნიშნული პრესტიჟული პრიზისთვის ბრძოლაში "ვულვერჰემპტონის" მათეუს კუნიას, "ვესტ ჰემის" მოჰამედ კუდუსს, "კრისტალ პალასის" მაიკლ ოლისეს, ლონდონის "ჩელსის" კოულ პალმერს, "ბორნმუთის" მარკოს სენესის, "ლივერპულის" ტრენტ ალექსანდრ-არნოლდს და ლონდონის "ტოტენჰემის" ჰიუნ-მინ სონს აჯობა.

აღსანიშნავია, რომ დომინიკ სოლანკე "ბორნმუთის" ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც აღნიშნული ჯილდოს მოპოვება შეძლო. თავად ფეხბურთელმაც ეს ჯილდო კარიერაში პირველად მოიპოვა.

სოლანკეს პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 12 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში მეოთხე პოზიციას იკავებს. რაც შეეხება "ბორნმუთს", "ალუბლები" 19 ტურის შემდეგ დაგროვებული 28 ქულით მე-12 პოზიციას იკავებენ.

სხვა სტატიები