ლივერპული პრემიერ ლიგის ცხრილში გალიდერდა
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პრემიერ ლიგის მე-6 ტურის შეხვედრაში "ვულვზმა" "ლივერპულს" უმასპინძლა და მერსისაიდულმა გუნდმა 1:2 გაიმარჯვა. პირველი გოლი 45+2 წუთზე იბრაჰიმა კონატემ გაიტანა, რაიან აიტ-ნურმა 56 წუთზე ანგარიში გაათანაბრა, ხოლო პენალტის ნიშნულიდან მო სალაჰმა გაიტანა და 61-ე წუთზე მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
სატურნირო ცხრილს რაც შეეხება, "ლივერპული" ამ გამარჯვებით პრემიერ ლიგის სათავეში მოექცა, მათ 15 ქულა აქვთ, 14-14 ქულას აგროვებენ "არსენალი" და "მანჩესტერ სიტი", 15 ქულის დაგროვების შანსი "ასტონ ვილას" აქვს, რომელიც თავის შეხვედრას ხვალ, "იფსვიჩის" წინააღმდეგ გამართავს.
🔴 @LFC's win over Wolves sees them go back to the 🔝 of the Premier League table! pic.twitter.com/4cbZtm0SSh
— Premier League (@premierleague) September 28, 2024