ბალაკის საინტერესო პასუხი - არის თუ არა ვირჯილ ვან დაიკი პრემიერ ლიგის საუკეთესო მცველი?!
გერმანული ფეხბურთის ლეგენდასა და ლონდონის "ჩელსის" ვეტერან ფეხბურთელს, 48 წლის მიხაელ ბალაკს, პრემიერ ლიგის ჟურნალისტებმა საინტერესო კითხვა დაუსვეს - რას ფიქრობდა იგი ვან დაიკის შესახებ, არის თუ არა ვირჯილი XXI საუკუნეში პრემიერ ლიგის საუკეთესო მცველი, რაზეც მან საინტერსო პასუხი გასცა.
"ვირჯილი ძალიან მაგარი მცველია, უდავოდ, თუმცა მას ძალიან გაუმართლა, რომ თამაშობს იმ ეპოქის პრემიერ ლიგაში, სადაც არ თამაშობენ "მკვლელი" შემტევები - ალან შირერი, დიდიე დროგბა, ტიერი ანრი, კარლოს ტევესი, ემანუელ ადებაიორი, ფრენკ ლამპარდი, უეინ რუნი და ა.შ.
ამით იმის თქმა მინდა, რომ ისეთი დომინანტი და ძლიერი ფორვარდები როგორიც ადრე იყვნენ, ვირჯილის ეპოქაში აღარ არიან - სწორედ ამიტომ, იგი უმაღლესი დონის მცველად მოჩანს. მე არ უარვყოფ, რომ არ არის, თუმცა მის ეპოქაზე საუბარი, ცოტა ზედმეტია..." - მიხაელ ბალაკი
შეგახსენებთ, რომ ბალაკი პრემიერ ლიგაში "ჩელსის" ღირსებას 2006/2007 წლების სეზონიდან, 2009/2010 წლები სეზონამდე იცავდა, რა პერიოდშიც მან "არისტოკრატების" შემადგენლობაში 167 მატჩი ჩაატარა.
ამ პერიოდში კი გერმანელმა ნახევარმცველმა 26 გოლის გატანა და 21 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო. გარდა ინდივიდუალური სტატისტიკისა, მიხაელმა ლონდონურ გრანდთან ერთად 2009/2010 წლების სეზონში ინგლისის ჩემპიონობა იზეიმა და 3-ჯერ შეძლო ინგლისის ასოციაციის თასის მოგება, ერთხელ კი ინგლისის სუპერ თასის გამარჯვებული გახდა.