პრემიერ ლიგის რეკორდული გარიგება - ლივერპული ისაკის ტრანსფერის ზღვარზეა!
3 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მერსისაიდული გრანდი პრემიერ ლიგის სატრანსფერო რეკორდს ამყარებს - ბრიტანულ მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, ლივერპული და ნიუკასლი ალექსანდერ ისაკის სატრანსფერო ღირებულებაზე შეთანხმდნენ.
სხვადასხვა წყაროს მტკიცებით, ლივერპული ნიუკასლს 130 მილიონ ფუნტს გადაუხდის - ისაკი კი სამედიცინო შემოწმებას 1 სექტემბერს გაივლის, რომლის შემდეგაც მრავალწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.
შეგახსენებთ, რომ დღემდე ბრიტანულ სატრანსფერო რეკორდად ბრაიტონსა და ჩელსის შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვლებოდა. არისტოკრატებმა ბრაიტონს მოისეს კაისედოს სანაცვლოდ 115 მილიონი ფუნტი გადაუხადეს.