Belive

პრემიერ ლიგის ოფიციალური საიტი გიორგი ჩაკვეტაძეზე წერს

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერ ლიგის ოფიციალური საიტი 5 მოთამაშეზე წერს, რომლებიც შესაძლოა უახლოეს მომავალში ინგლისის უმაღლეს ლიგაში მოხვდნენ და თავი უკვე იქ წარმოაჩინონ. ერთ-ერთი მათგანი გიორგი ჩაკვეტაძეა, რომელიც შთამბეჭდავ სეზონს ატარებს და მის მიმართ ბევრი პრემიერ ლიგური კლუბის ინტერესიც გამოიკვეთა.

გიორგი ჩაკვეტაძე - საქართველო

კლუბი: "უოტფორდი" | ასაკი: 25 წელი

ქართველი ფეხბურთელი ჩაკვეტაძე "უოტფორდის" გულშემატკივრებს აღაფრთოვანებს ხოლმე როდესაც ის ბურთს ფლობს.

25 წლის ფეხბურთელი მოწინააღმდეგე გუნდის მცველებს ძალიან კარგი დრიბლინგით უმკლავდება და საბოლოოდ თავის საწადელს ყოველთვის აღწევს.

ჩაკვეტაძემ უფრო შემოქმედმა, ვიდრე ბომბარდირმა ამ სეზონში ჩემპიონატში ყველაზე მეტი 57 შანსი შექმნა.

შემტევი ნახევარმცველი თამაშობს მარცხენა ფლანზე 10 ნომრად და 45 საკვანძო პასით რეიტინგში მოწინავე პოზიციაზეა.

ჩემპიონატის საუკეთესო შემქმნელები 2024/25 წლების სეზონში ასე გამოიყურება: - Premier League
თვალშისაცემია ჩაკვეტაძის უნარი სტანდარტულების დროსაც, მან "მილუოლთან" საჯარიმო დარტყმიდან გაიტანა, გასაკვირია, რომ ამის შემდეგ საჯარიმოდან მას მეტი არ გაუტანია.

გიორგი ჩაკვეტაძე შრომისმოყვარე მოთამაშეა, რომელიც პრესინგს კარგად თამაშობს, ჩემპიონატში მხოლოდ სამი მოთამაშეა, რომლებიც მოედნის ბოლო მესამედში იგებენ ბურთისთვის ბრძოლას.

ჩაკვეტაძის უნარი, შექმნას ჯადოსნური მომენტები, არის ის, რაც მას განსაკუთრებულ ნიჭად აქცევს.

გასაკვირი ნამდვილად არ არის ის, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის მიმართ ინტერესს პრემიერ ლიგის კლუბები იჩენენ.

ნიჭიერების თვალსაზრისით ის მზადაა უმაღლეს დონეზე სათამაშოდ. - Premier League

გიორგი ჩაკვეტაძის გარდა ცხრილში კიდევ არიან: ბორხა საინსი ("ნორვიჩი"), ჯობ ბელინგემი ("სანდერლენდი"), ფინ აზაზი ("მიდლსბრო") და რომენ ესე ("მილუოლი").

სხვა სტატიები