პრემიერ ლიგის კლუბი მიქაუტაძის სანაცვლოდ 18 მილიონს იხდის
პრემიერ ლიგაში კვლავ აღზევებული "შეფილდ იუნაიტედი", გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერით აქტიურად ინტერესდება. აღნიშნულ ინფორმაციას, ავტორიტეტული ფრანგული მედია საშუალება - le10sport.com-ი ავრცელებს.
წყაროს მტკიცებით, "შეფილდ იუნაიტედი" მზადაა "მეცს" 18 მილიონი ევრო შესთავაზოს, რომელსაც სამომავლო ბონუსების სახით კიდევ რამდენიმე მილიონი დაემატება. აღსანიშნავია, რომ "შეფილდი" არაა პირველი ინგლისური კლუბი, რომელიც ქართველი შემტევით ინტერესდება. მიქაუტაძის შეძენა "ბარნლისაც" სურდა, თუმცა, "მეცმა" 15 მილიონიანი წინადადება არ მიიღო.
შეგახსენებთ, ლიგა 2-ის გასულ სეზონში, მიქაუტაძემ 23 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. ქართველი ვარსკვლავი "მეცს" ლიგა 1-ში დაბრუნებაში დაეხმარა და სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
We don’t believe it for a second, but the rumours are Sheffield United allegedly have submitted a bid for Georges Mikautadze. The Georgian is believed to attract a fee of €18 million. Was the top scorer in Ligue 2 last season and helped win his club Metz promotion to Ligue 1. pic.twitter.com/yINxOyzNXl
— Red Half Of Sheffield (@RedSheffield) July 24, 2023