Belive

პრემიერ ლიგის კლუბებმა მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ მორიგი გადაწყვეტილება მიიღეს

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიუხედავად იმისა, რომ „მანჩესტერ სიტის“ სააპელაციო პროცესის განაჩენი 2027 წლის დასაწყისისთვისაა მოსალოდნელი, ინგლისის პრემიერ ლიგაში დაპირისპირება კიდევ დიდხანს გაგრძელდება.

საქმე ისაა, რომ 2009-2018 წლებში ფინანსური წესების დარღვევის გამო კლუბის დამნაშავედ ცნობის ფონზე, პროცესში „სიტის“ სპონსორები, Etihad-ი და Etisalat-ი ჩაერთნენ, რომლებიც პრემიერ ლიგის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას განიხილავენ.

Etihad Airways-ში აცხადებენ, რომ გამოქვეყნებულ დასკვნაში საერთოდ არ ფიგურირებენ, თუმცა ლიგის მხრიდან ინფორმაციის შერჩევითმა გაჟონვამ და საჯარო კომუნიკაციამ ავიაკომპანიის ირგვლივ უარყოფითი წარმოდგენა შექმნა. სწორედ ამ მოსალოდნელი სამართლებრივი დავის ფონზე, ლონდონში პრემიერ ლიგის 20-ვე კლუბი შეიკრიბა და წესდებაში ცვლილებას უყარა კენჭი.

ახალი გადაწყვეტილებით, სპონსორების მხრიდან სარჩელის შეტანის შემთხვევაში, ლიგის ხუთი ხელმძღვანელის - მათ შორის რიჩარდ მასტერსისა და ელისონ ბრიტენის - იურიდიულ ხარჯებს კოლექტიურად თავად კლუბები დაფარავენ. ცვლილებას მხარი 18-მა კლუბმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი მხოლოდ თავად „მანჩესტერ სიტი“ და „ნოტინგემ ფორესტი“ წავიდნენ.

საბოლოოდ, ვითარება საკმაოდ პარადოქსულად შემოტრიალდა, თუ Etihad-ი და Etisalat-ი სასამართლოს სარჩელით მიმართავენ, ლიგის მაღალჩინოსნების დაცვის ხარჯების ერთი მეოცედის გადახდა თეორიულად თავად „სიტისაც“ მოუწევს.

სხვა სტატიები