პრემიერ ლიგის 2026/27 წლების კალენდარი ცნობილია - ვის ელის ყველაზე რთული სასტარტო მატჩები?!
ინგლისის პრემიერ ლიგის 2026/27 წლების სეზონის კალენდარი ოფიციალურად გამოქვეყნდა - პირველ ტურში, რომელიც 21 აგვისტოს გაიხსნება, ტრადიციულად მოქმედი ჩემპიონის მატჩი გაიმართება, სადაც არსენალი ელიტაში აღზევებულ ქოვენთრის უმასპინძლებს.
მართალია მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატმა პრემიერ ლიგის ახალი კალენდარი ოდნავ დაჩრდილა, მაგრამ სტატისტიკის მწარმოებელმა ავტორიტეტულმა პლატფორმებმა მაინც გამონახეს დრო იმისთვის, რომ დაადგინონ, თუ რომელ კლუბს ელის ყველაზე მძიმე სტარტი.
Opta-ს ძალთა თანაფარდობის პრინციპზე დაფუძნებული სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მძიმე სასტარტო 5 მატჩი ბორნმუთს ელის, რომელიც მანჩესტერ სიტის, ევერტონს, ნიუკასლს, ბრენტფორდსა და ლივერპულს დაუპირისპირდება. ალუბლების მეტოქეების საერთო სიძლიერე 93.3 ქულას შეადგენს, რაც Opta-ს 100-ქულიან იერარქიაში უმაღლესი მაჩვენებელია.
ბორნმუთის შემდეგ, ყველაზე მძიმე კალენდარი სანდერლენდს, ქოვენთრის, ბრაიტონსა და ტოტენჰემს ელის. სრული ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება:
Opta-ს მტკიცებით ყველაზე მარტივი კალენდარი მანჩესტერ იუნაიტედს ელის, რომელიც საწყის 5 ტურში ჰალს, იფსვიჩს, ევერტონს, მანჩესტერ სიტისა და ფულემს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ ინგლისის პრემიერ ლიგის 2026/27 წლების სეზონი 21 აგვისტოს, 23:00 საათზე, მოქმედი ჩემპიონის, არსენალისა და ახლად დაბრუნებული ქოვენთრის მატჩით გაიხსნება.