Belive

ოფიციალური აღიარება: "ჰოლანდის გოლისას მსაჯებმა დიდი შეცდომა დაუშვეს"

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსაჯთა ეროვნულმა ორგანომ (Pro Ref) აღიარა, რომ შეცდომა დაუშვა, როდესაც მანჩესტერ სიტის მიერ, „ოლდ ტრაფორდზე“, მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ მოგებულ მატჩში (0:1) გადამწყვეტი გოლი ჩათვალა.

სიტის მიერ მატჩის მოგებიდან სულ რამდენიმე საათში გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში, Pro Ref-მა განმარტა, რომ უკვე დაუკავშირდა მანჩესტერ იუნაიტედს და „მცდარი შეფასება“ აღიარა.

ჩაწოდების მომენტში ჰოლანდი თამაშგარეში არაა, ენცო კი თამაშგარე მდგომარეობაშია / ჰოლანდი გოლს ისე იტანს, რომ ენცო ბურთს არ ეხება, მაგრამ მთავარ არბიტრს თავად უნდა გადაეწყვიტა (სუბიექტურად), რამდენად მოქმედებდა ენცო ეპიზოდზე
კვირას, „ოლდ ტრაფორდზე“, მანჩესტერ იუნაიტედსა და მანჩესტერ სიტის შორის გამართული პრემიერ ლიგის მატჩის მე-60 წუთზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, გვსურს განმარტება გავაკეთოთ - ერლინგ ჰოლანდის ჩათვლილ გოლზე.

მოედანზე მსაჯთა პირველადი გადაწყვეტილებით ერლინგ ჰოლანდზე თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა, თუმცა ეპიზოდი VAR-მა გადაამოწმა და დაადგინა, რომ აქ თამაშგარე არ იყო.

ამავე შეტევაში დადგინდა, რომ ენცო ფერნანდესი ბურთს არ შეხებია, რის გამოც ნებისმიერი შესაძლო თამაშგარე მდგომარეობა სუბიექტურად შესაფასებელი ხდებოდა. მიუხედავად ამისა, აღნიშნულ ეპიზოდში VAR-მა ვერ გაითვალისწინა მისი პოზიციის სავარაუდო გავლენა ეპიზოდზე და მთავარი მსაჯისთვის მომენტის ეკრანზე გადამოწმება (on-field review) უნდა ერჩია.

ამ საღამოს ჩვენ დავუკავშირდით მანჩესტერ იუნაიტედს და ვაღიარეთ ის, რასაც მცდარ შეფასებად და მსაჯის შეცდომად მივიჩნევთ. ინციდენტის დეტალური განხილვა აუცილებლად შედგება - ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში

სხვა სტატიები