Belive

პრემიერ ლიგის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი

7 თვის წინ ფეხბურთი
3 წთ

პრემიერ ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეების ათეულში 4 "სიტის", 3 "მანჩესტერ იუნაიტედის", ხოლო თითო-თითო "ლივერპულის", "არსენალისა" და "ჩელსის" ფეხბურთელები მოხვდნენ.

I - კევინ დე ბრუინე

პრემიერ ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელის სიის სათავეში - კევიდ დე ბრუინე დგას. 32 წლის ბელგიელი ფეხბურთელი, ზედიზედ მესამე წელია პრემიერ ლიგაში ყველაზე მეტ თანხას გამოიმუშავებს. 

კევინ დე ბრუინეს ყოველკვირეული შემოსავალი £400 000 ფუნტია.

II - ერლინგ ჰოლანდი

პრემიერ ლიგაში გადმოსვლის დღიდანვე, ერლინგ ჰოლანდი ყველაზე დიდი საფეხბურთო ჩემპიონატის, მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელების სიაში მოხვდა. 

23 წლის ნორვეგიელი ფორვარდის ყოველკვირეული ანაზღაურება £375 000 ფუნტს შეადგენს. 

III - მოჰამედ სალაჰი

მესამე ადგილს "ლივერპულის" შემტევი - მოჰამედ სალაჰი იკავებს. 31 წლის ეგვიპტელის ანაზღაურება კვირაში £350 000 ფუნტია და მესამე-მეოთხე ადგილს ბრაზილიელ ნახევარმცველ - კაზემიროსთან იყოფს. 

IV - კაზემირო

"მანჩესტერ იუნაიტედის" 31 წლის ბრაზილიელი საყრდენი ნახევარმცველი - კაზემირო, პრემიერ ლიგაში გადმოსვლისთანავე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა. 

კაზემიროს ყოველკვირეული შემოსავალი £350 000 ფუნტია, რაც ზუსტად 2-ჯერ მეტია, ვიდრე მას "სამეფო კლუბში" ჰქონდა. 

V - რაფაელ ვარანი

მეხუთე ადგილს კვლავ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი - რაფაელ ვარანი იკავებს, რომელიც კაზემიროს მსგავსად, "წითელ ეშმაკებში" მადრიდის "რეალიდან" გადავიდა. 

ვარანი პრემიერ ლიგაში ყოველკვირეულად £340 000 ფუნტს გამოიმუშავებს. 

VI - რაჰიმ სტერლინგი

რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, რაჰიმ სტერლინგი პრემიერ ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების სიაში ზედიზედ მერვე წელია ფიქსირდება. 

რაჰიმ სტერლინგის ყოველკვირეული შემოსავალი £325 000 ფუნტია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 28 წლის ინგლისელი შემტევი "სიტიში" 2015 წლიდან თამაშობდა, სადაც ყოველკვირეულად £300 000 ფუნტს გამოიმუშავებდა.

VII-VIII-IX ადგილები

მეშვიდე, მერვე და მეცხრე პოზიციებს ერთბაშად სამი ფეხბურთელი იკავებს, რომლებსაც იდენტური ყოველკვირეული შემოსავალი £300 000 ფუნტი აქვთ. 

ამ სამიდან ორი - ჯეკ გრილიში და ბერნარდუ სილვა ერთი კლუბის - მანჩესტერ "სიტის" ღირსებას იცავენ, მესამე ფეხბურთელი კი მარკუს რაშფორდია, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია. 

X - კაი ჰავერცი

მეათე ადგილს წინა სეზონშიც კაი ჰავერდი იკავებდა, რომელიც "არსენალის" ფეხბურთელი იყო, თუმცა სხვა ანაზღაურებითა და სხვა კლუბის სახელით. 

ახლა კი კაი ჰავერცი "არსენალის" ღირსებას იცავს და მისი ყოველკვირეული შემოსავალი £280 000 ფუნტია, დედაქალაქურ კლუბში კი ჰავერცი £250 000 ფუნტს გამოიმუშავებდა. 

სხვა სტატიები