Goal: "ბარსელონა მზად არის ზამთარში კლუბიდან ვარსკვლავები გაუშვას..."
ცნობილი ბრიტანული სპორტული მედია "Goal.com"-ი ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ "ბარსელონა" მზად არის ზამთრის სატრანფერო ფანჯარაზე კლუბიდან ვარსკვლავები გაუშვას, რადგან კლუბში ფინანსური პრობლემები უკვე კრიტიკულ ზღვარს სცდება.
ლა ლიგის მოქმედი ჩემპიონები იბრძვიან 40 მილიონი ევროს (£35 მილიონი ფუნტი/$44 მილიონი აშშ დოლარი) უზრუნველყოფისთვის. ცნობილი სპორტული მედია გამოცემის "Relevo"-ს ცნობით, კატალონიელები ახლა იბრძვიან სხვა ინვესტორის მოსაძებნად და მიუხედავად იმისა, რომ იყო კონტაქტები პოტენციურ ინვესტორებთან, კლუბი აღიარებს, რომ ჯერ კიდევ საბოლოო მოლაპარაკებამდე დიდი გზაა გასავლელი, რაც იწვევს შეშფოთებას მათი ფინანსური საჭიროებების მოკლევადიან დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.
ინვესტორის უზრუნველყოფის შეუძლებლობა, ამ ზამთარში ბარსელონას ფეხბურთელების გაყიდვის ალბათობას საგრძნობლად ზრდის. მათ ზაფხულში დაახლოებით 103 მილიონი ევრო ($113 მილიონი აშშ დოლარი/ £89 მილიონი ფუნტი) შეაგროვეს უსმან დემბელეს, ანტუან გრიზმანის, ფრანკ კესიეს, ნიკო გონსალესის, აბდე ელზაზულისა და ტრინკაოს გაყიდვიდან, თუმცა მათ მეტი თანხა სჭირდებათ ფინანსური პრობლემების დასაბალანსებლად. ამიტომ ისინი ღია არიან ყველა მოთამაშისთვის შეთავაზებების მოსასმენად.
იყო ვარაუდები ისეთი ფეხბურთელების მომავალთან დაკავშირებით, როგორებიც არიან რობერტ ლევანდოვსკი, ანდრეს კრისტენსენი და ჟიულ კუნდე, რადგან სამივე ფეხბურთელზე მოთხოვნები და ინტერესები ზედმეტად დიდია.
პოლონელ თავდამსხმელს უკვე დიდი ხანია საუდის არაბეთიდან აკვირდებიან, "ბარსელონა" მის გარდა კლუბიდან სავარუდოდ, კუნდესა და კრისტენსენსაც გაუშვებს.
მოთამაშეების გაყიდვის სურვილი გამოწვეულია ფინანსური გამოწვევებით და იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდის გაძლიერების სურვილით. პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას სურვილი, რომ ზამთარში კლუბში ნახევარმცველი მოიყვანოს, სიტუაციას აქტუალობას მატებს.