პრემიერ ლიგაში VAR-ის გაუქმებაზე კენჭს უყრიან
პრემიერ ლიგის 2024/2025 წლის სეზონში შესაძლოა VAR აღარ იყოს. ამის შესახებ გადაწყვეტილებას თავად კლუბები მიიღებენ. იმისათვის, რომ ვიდეო ასისტენტი გაუქმდეს გუნდების 2/3 ამაზე თანახმა უნდა იყოს. საინტერესოა, რომ აღნიშნული იდეა "ვულვზის" წარმომადგენლებმა წამოაყენეს.
"ვულვერჰემპტონი" მთავარ მიზეზებად შემდეგ საკითხებს ასახელებს:
• გავლენა გოლების აღნიშვნაზე და ნამდვილ ემოციაზე, რაც ფეხბურთს განსაკუთრებულს ხდის
• იმედგაცრუება და დაბნეულობა სტადიონებზე VAR-ის ხანგრძლივი შემოწმებისა და ცუდი კომუნიკაციის გამო
• უარყოფითი განწყობა VAR-ის მიმართ
• VAR-ის თავდაპირველი მიზანი, მკაფიო და აშკარა შეცდომების გამოსწორება იყო. ახლა კი სუბიექტური გადაწყვეტილებები უფრო აზიანებს თამაშის მიმდინარეობას
• მოედანზე არბიტრების გავლენის დაქვეითება
• VAR-ის მიუხედავად, მრავალი ნახვის შემდეგ შეცდომები მაინც არსებობს
• VAR-ით გადამოწმებას დიდი დრო სჭირდება, რაც თამაშის ხანგრძლივობას საგრძნობლად ზრდის
• მუდმივი კამათი VAR-ის გადაწყვეტილებების შესახებ, ხშირად თავად მატჩსაც ჩრდილავს და ლიგის რეპუტაციას ლახავს
• VAR-ით გადამოწმებისას დაშვებული შეცდომები კორუფციის სრულიად უაზრო ბრალდებებს იწვევს