MARCA: "როდრიგომ პროტესტის ნიშნად ელ კლასიკოში არ ითამაშა"
ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ესპანური და ევროპული გამოცემა, "Marca" წერს, რომ როდრიგომ 'ელ კლასიკოში' თამაშზე უარი თავად განაცხადა და ეს პროტესტის ნიშნად გააკეთა.
მიზეზი კი ის არის, რომ მას "რეალის" დატოვება სურს. ბრაზილიელი გრძნობს, რომ ის მბაპესა და ბელინგემის ჩრდილშია და დაუმსახურებლად არ ეძლევა შესაბამისი სათამაშო დრო.
🚨 𝗕𝗥𝗘𝗔𝗞𝗜𝗡𝗚: Rodrygo reportedly refused to play in the Clasico on the weekend and would like to LEAVE Real Madrid. 😱😱
— Football Tweet ⚽ (@Football__Tweet) May 13, 2025
The Brazilian feels in the shadow of Bellingham and Mbappé.
He feels he is not being valued and has been confined to his home for the past few days,… pic.twitter.com/d40pHY93DT
"Marca"-ს ინფორმაციით, როდრიგომ კლუბის დატოვება ოფიციალურად გადაწყვიტა - კარლო ანჩელოტიმ მას "ელ კლასიკოში" დაუძახა და გახურებისკენ, შემდეგ კი მოედანზე შესვლისკენ მოუწოდა, თუმცა როდრიგომ უარი განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ როდრიგო "სამეფო კლუბის" ღირსებად 2019/2020 წლების სეზონიდან იცავს, რა პერიოდშიც მან 267 თამაში ჩაატარა და 68 გოლის გატანა შეძლო, რასაც 50 საგოლე გადაცემაც დაუმატა.
24 წლის ფეხბურთელმა მადრიდულ გრანდთან ერთად 2-ჯერ შეძლო ჩემპიონთა ლიგის მოგება, ხოლო 3-ჯერ ესპანეთის ჩემპიონობა.