Belive

სანდრო კობახიძე გამარჯვებით იწყებს - U16 ნაკრებმა ყირგიზეთი 3:0 დაამარცხა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

თურქეთში გამართულ ამხანაგურ შეჯიბრზე, საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ყირგიზი თანატოლები 3:0 დაამარცხა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ მატჩში მწვრთნელის რანგში დებიუტი ჰქონდა საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს და ამჟამად მწვრთნელს - სანდრო კობახიძეს.

ქართველმა ფეხბურთელებმა ყირგიზ თანატოლებს არაფერი დაუთმეს და მატჩი ჩვენი დიდი უპირატესობით მიმდინარეობდა. თამაშის პირველი გოლი - გიორგი გორგაძის ანგარიშზეა, რომელსაც 67-ე წუთზე მეორე გოლი მოაყოლა და დუბლი შეასრულა. მატჩის საბოლოო ანგარიში კი ანდრია ჩხაიძემ დააფიქსირა, რომელსაც საგოლე გადაცემა ლუკა გიორგაძემ გაუკეთა.

შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, სანდრო კობახიძე 18 და 19-წლამდე ვაჟთა ნაკრებებში მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო, ახლა კი 16-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა.

სხვა სტატიები