Belive

პრემიერ ლიგამ მანჩესტერ სიტი სამართლიანი თამაშის წესების დარღვევაში დაადანაშაულა 

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის პრემიერ ლიგის ხელმძღვანელობამ ბოლო ორი სეზონის ჩემპიონი, "მანჩესტერ სიტი" ფინანსური სამართლიანი თამაშის წესების დარღვევის რიგ შემთხვევებში დაადანაშაულა.

როგორც ბრიტანული მედიის ცნობებიდან ვიგებთ, გამოძიება, რომელიც უპრეცენდენტოდ დიდი ხნის, 4 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, დასრულდა და ის "ქალაქელებს" 100 სხვადასხვა შემთხვევაში Fair Play-ის წესების დარღვევას ედავება.

პრემიერ ლიგის განცხადებაში ნათქვამია, რომ "მანჩესტერ სიტის" ბრალი 9 სხვადასხვა სეზონში მომხდარ დარღვევებში ედება, რომელიც სათავეს 2009/10 წლების სეზონიდან იღებს.

ირკვევა, რომ ამ დარღვევათა უმეტესობა 3 კატეგორიისა და ისინი რიგი სეზონების განმავლობაში ხდებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, პრემიერ ლიგამ შესაბამისი კომისია უკვე ჩააყენა საქმის კურსში.

მიმდინარე სეზონში პეპ გვარდიოლას გაწვრთნილი გუნდი 21 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ დაგროვებული 45 ქულით მეორე ადგილს იკავებს და ლიდერ ლონდონის "არსენალს" 5 ქულით ჩამორჩება.

სხვა სტატიები