Belive

La Gazzetta dello Sport: "გვარდიოლამ შესაძლოა იტალიის ნაკრები ჩაიბაროს"

1 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

ძალიან ცნობილი და გავლენიანი იტალიური სპორტული მედიაგამოცემა "La Gazzetta dello Sport" საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

იტალიური გამოცემის ცნობით, პეპს დიდი ხანია სანაკრებო დონეზე გადასვლა უნდა და შესაძლოა, იტალიელთა წინადადებას დათანხმდეს.

გვარდიოლას აქვს თავისუფლება, თავად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი, თავის მხრივ იტალიელები კი მზად არიან, სცადონ მისი დარწმუნება, რომ ეროვნულ ნაკრებში იმუშავოს.

პეპ გვარდიოლა სანაკრებო სამწვრთნელო კარიერაზე გადასვლას უკვე დიდი ხანია ფიქრობს, რაც შესაძლოა სათამაშო ტემპის შენელებას სთავაზობდეს. ესპანელს ასევე მჭიდრო კავშირი აქვს იტალიასთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ის აუცილებლად მოუსმენს მათ წინადადებას, თუ ისინი დაურეკავენ.

ბონუჩი, რომელიც ჯერ კიდევ იტალიის ეროვნული ნაკრების სტაფის წევრია, ასევე ოცნებობს, რომ იტალიის ნაკრები პეპ გვარდიოლამ ჩაიბაროს.

„თუ არსებობს ნამდვილი სურვილი, რომ ყველაფერი თავიდან დაიწყოს, მე გვარდიოლათი დავიწყებდი. ვფიქრობ, ეს ძალიან რთულია, მაგრამ არა მიუღწევადი, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ საკმაოდ დიდი ალბათობა, პეპმა სეზონის ბოლოს მანჩესტერული გრანდი დატოვოს“. - ლეონარდო ბონუჩი

პარალელურად უკვე ბრიტანულ გამოცემებშიც აქტიურად იწერება, რომ სიტიმ დაიწყო პეპ გვარდიოლას შემცვლელზე ზრუნვა. 'The Guardian'-ის ინფორმაციით, მანჩესტერულმა გრანდმა პირველი მოლაპარაკება გამართა ენცო მარესკასთან, რომელიც პეპის წასვლის შემდეგ, კლუბში მოყვანის პირველ ვარიანტად განიხილება.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში თავად 55 წლის ესპანელ მთავარ მწვრთნელს არაერთხელ განუცხადებია, რომ მან საკლუბო ფეხბურთში საკუთარი თავი ამოწურა და მის სურვილად ეროვნული ნაკრების გაწვრთნა რჩება.

სხვა სტატიები