Belive

დე ძერბი საკუთარ გუნდზე: "მენტალიტეტს ბაზარზე ვერ იყიდი"

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ორი მატჩი, ორი მარცხი და არც ერთი გატანილი გოლი - ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დახარჯული 320 მილიონი ფუნტის მიუხედავად, ტოტენჰემი პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილის ფსკერზე იმყოფება.

დე ძერბის გუნდი ნიუკასლს თამაშით ჯობდა, სანამ მეორე ტაიმის შუაში ენტონი ელანგამ ანგარიში არ გახსნა. სპურსმა პასუხი ვერ იპოვა. მალევე ვისამ ახლო მანძილიდან დამატებაზე გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

რობერტო დე ძერბის მიაჩნია, რომ ტოტენჰემის ფეხბურთელებში მენტალიტეტის შეცვლა მისთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა. ეს განცხადება მან მას შემდეგ გააკეთა, რაც Sky Sports-ის ანალიტიკოსმა, ჯეიმი კარაგერმა, ნიუკასლთან მარცხის შემდეგ გუნდის სეზონის სტარტი შეაფასა, როგორც „ყველაზე უარესი, რაც კი შეიძლებოდა ყოფილიყო“.

სამწუხაროდ, მენტალიტეტს სატრანსფერო ბაზარზე ვერ იყიდი. ფეხბურთი ჯადოსნური რამ არის - შეგიძლია ერთ სატრანსფერო ფანჯარაში ბევრი მოთამაშე შეცვალო და ბალანსი მყისიერად იპოვო, ან შეიძლება ამისთვის მეტი დრო დაგჭირდეს. მსურს, ამ მიზანს რაც შეიძლება სწრაფად მივაღწიოთ, რადგან გამართული თამაშისთვის ეს გადამწყვეტია.

იმედგაცრუებული ვარ შედეგით და ვწუხვარ გულშემატკივრებისა თუ კლუბის გარშემო არსებული ატმოსფეროს გამო. ორი მარცხის შემდეგ, ზოგმა შესაძლოა გაიფიქროს, რომ ისევ ძველი სცენარი მეორდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ასე არ არის. ორი მარცხის გამო ჩემს პოზიციას ვერ შევცვლი.

კლუბის გეგმა, პროექტი და ის, რასაც ახალი მოთამაშეებით ახალი გუნდის ასაშენებლად ვაკეთებთ, შესანიშნავია. ამ პროექტის საბოლოო წარმატებაში ეჭვი არ მეპარება. - განაცხადა დე ძერბიმ

იტალიელი სპეციალისტი პირობას იძლევა, რომ რომ ეს სეზონი განსხვავებული იქნება იმ ბოლო ორისგან, რომლებიც ტოტენჰემმა მე-17 ადგილზე დაასრულა.

სხვა სტატიები