Belive

პოუპი ტრავმირებულია - ნიუკასლი დე ხეას დამატებით დაინტერესდა

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მანჩესტერთან" გამართულ შეხვედრაში "ნიუკასლ იუნაიტედის" მეკარემ ნიკ პოუპმა დაზიანება მიიღო. ინგლისელმა კარის დარაჯმა მხარი ამოიგდო და გარკვეული პერიოდი იუქმებს. ეს ინფორმაცია ედი ჰაუმაც დაადასტურა და თქვა, რომ ოპერაციასაც გაიკეთებს.

ნიკ პოუპს ოპერაცია ჩაუტარდება. ეს გადაწყვეტილია. როდის დაბრუნდება? ვფიქრობთ, რომ ეს დაახლოებით 4 თვეში მოხდება. - განაცხადა "კაჭკაჭების" თავკაცმა

ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ნიუკასლი" პოუპის შემცვლელს ეძებს და მათი მთავარი კანდიდატი დავიდ დე ხეაა. Daily Mail-ის თქმით, ესპანელი მეკარე ამ შეთავაზებისთვის მზადაა და "კაჭკაჭებში" გადასვლას დათანხმდება.

ბოლო თვეების განმავლობაში დავიდი რამდენიმე კლუბს დაუკავშირეს. მათ შორის იყო "მანჩესტერ იუნაიტედიც", თუმცა, ეს ტრანსფერი არ შედგა. Eldes Marque წერდა, რომ დე ხეა მოლაპარაკებებს "ბეტისთან" აწარმოებდა. მანუელ პელეგრინი ესპანელი მეკარის მოკლე ვადით დამატებას გეგმავდა. საბოლოოდ, ეს ტრანსფერიც ჩაიშალა.

ესპანელ მეკარეს კარიერის განმავლობაში 664 მატჩი აქვს ჩატარებული და გულშემატკივარს მრავალი დასამახსოვრებელი მომენტი აჩუქა. დე ხეამ "ატლეტიკოსთან" და "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად 2 ევროპა ლიგის თასის, ევროპის სუპერ თასის, პრემიერ ლიგის, FA თასის, 2 ინგლისის ლიგის თასის და 3 ინგლისის სუპერ თასის გამარჯვებული გახდა.

სხვა სტატიები