Belive

"ის იქამდე ითამაშებს სანამ ამის სურვილი ექნება" - ფერდინანდი რონალდუზე

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, აქტიურად ისმის კითხვა: ითამაშებს თუ არა რონალდუ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე? 212 ჩატარებული შეხვედრით პორტუგალიელი ნაკრებში ჩატარებული შეხვედრებით რეკორდსმენია. მიუხედავად ამისა, ნაკრებიდან წასვლის შესახებ კრიშტიანუსგან ოდნავი მინიშნებაც არ გვქონია.

პორტუგალიელის მომავალ სანაკრებო კარიერაზე რიო ფერდინანდმა ისაუბრა. ინგლისელის თქმით, რონალდუ იქამდე ითამაშებს სანამ ამის სურვილი ექნება.

ბევრს ვერაფერს გეტყვით მაგრამ, მე და კრიშტიანუს ერთად ბევრი რამ გაგვიკეთებია. ის იქამდე ითამაშებს სანამ ამის სურვილი ექნება. რონალდუ არსად წასვლას არ აპირებს. ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა, ვფიქრობ მინიმუმ სამი წელი ითამაშებს. - განაცხადა რიო ფერდინანდმა

გასულ სეზონში კრიშტიანუმ "ალ ნასრის" მაისურით 44 შეხვედრა ჩაატარა და 44 გოლი გაიტანა. ამასთან ერთად პორტუგალიელი 13 საგოლე გადაცემითაც გამოირჩა. ამის ფონზე 39 წლის ფეხბურთელმა ევრო 2024 გოლის გარეშე დაასრულა.

სხვა სტატიები