Belive

პოსტეკოგლუ: ,,ტოტენჰემში სალაჰსაც კი გაუჭირდებოდა''

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ლივერპულთან'' მატჩის წინ, ,,ტოტენჰემის'' მთავარმა მწვრთნელმა, ენჯ პოსტეკოგლუმ, განაცხადა, რომ მის გუნდში თამაში ახლა მარტივი საოცარ ფორმაში მყოფ მოჰამედ სალაჰისთვისაც კი არ იქნებოდა:

,,სალაჰი მსოფლიო დონის ფეხბურთელია, მაგრამ თუ მას ჩვენს შემადგენლობაში დააყენებთ, დარწმუნებული არ ვარ, რომ ისეთივე დონეზე ითამაშებს, როგორც ახლა თამაშობს.

ეს ყველაფერი ტოტენჰემის მდგომარეობიდან გამომდინარეობს. ამიტომ კონტექსტის აღქმაა მნიშვნელოვანი - ახლა სალაჰი თამაშობს ფანტასტიკურ გუნდში, რომელიც უბრალოდ დაფრინავს.'' - ენჯ პოსტეკოგლუ

პრემიერლიგის 20 ტურის შემდეგ, ,,ტოტენჰემი'' 24 ქულით სატურნირო ცხრილის მე-12 პოზიციაზეა.

მიმდინარე სეზონში მოჰამედ სალაჰის ანგარიშზე ,,ლივერპულის'' მაისურით ჩატარებულ 27 შეხვედრაში 21 გოლი და 17 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები