Belive

სუპერკომპიუტერმა პრემიერ ლიგის 2025/26 წლების სეზონის გამარჯვებული იწინასწარმეტყველა

4 კვირის წინ ფეხბურთი
2 წთ

ინგლისის პრემიერ ლიგის 2025/26 წლების სეზონის სტარტიდან, ჯერ მხოლოდ 10 ტურია გასული, თუმცა, სუპერკომპიუტერმა შეძლო და მომავალი ჩემპიონი უკვე იწინასწარმეტყველა.

მოქმედმა ჩემპიონმა, ლივერპულმა ზედიზედ 4 მატჩი წააგო, არსენალი კი ფენომენალური სვლით სატურნირო ცხრილის სათავეშია. საინტერესო ვითარებაა გასავარდნ ზონაშიც, სადაც რამდენიმე ისტორიული კლუბი მოხვდა. Opta-ს სუპერკომპიუტერმა სხვადასხვა გარემოების გაანალიზებით, პრემიერ ლიგის 2025/26 წლების სეზონის გამარჯვებული და ჩემპიონშიპში დაქვეითებული კლუბები იწინასწარმეტყველა.

ასე, რომ თვალი შევავლოთ Opta-ს სუპერკომპიუტერის პროგნოზს და თუ რომელიმე თქვენგანი თქვენს საყვარელ კლუბს არასასურველ პოზიციაზე აღმოაჩენთ, გაითვალისწინეთ, რომ ეს მხოლოდ ვარაუდია.

სუპერკომპიუტერის საბოლოო სატურნირო ცხრილი

  • 20 - ვულვზი

  • 19 - ვესტ ჰემი

  • 18 - ნოტინგემი

  • 17 - ბარნლი

  • 16 - ლიდსი

  • 15 - ფულჰემი

  • 14 - სანდერლენდი

  • 13 - ევერტონი

  • 12 - ბრენტფორდი

  • 11 - ბრაიტონი

  • 10 - მანჩესტერ იუნაიტედი

  • 9 - კრისტალ პალასი

  • 8 - ტოტენჰემი

  • 7 - ნიუკასლი

  • 6 - ბორნმუთი

  • 5 - ასტონ ვილა

  • 4 - ჩელსი

  • 3 - ლივერპული

  • 2 - მანჩესტერ სიტი

  • 1 - არსენალი

იმ შემთხვევაში, თუ Opta-ს სუპერკომპიუტერის პროგნოზი გამართლდება, არსენალი სეზონის ბოლოს 80 ქულას დააბრუნებს და 22-წლიანი პაუზის შემდეგ, პრემიერ ლიგის ჩემპიონი გახდება.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის ჩემპიონის ტიტული არსენალმა უკანასკნელად 2002/03 წლების სეზონში მოიპოვა, როდესაც ჩრდილო ლონდონურმა კლუბმა სეზონი დაუმარცხებლად (26 მოგება, 12 ფრე) დაასრულა. დღემდე, მეთოფეები რჩებიან ერთადერთ კლუბად, რომელმაც პრემიერ ლიგის მოგება დაუმარცხებლად მოახერხა.

სხვა სტატიები