Belive

პორტუს მწვრთნელი: "არტეტამ შეურაცხყოფა ჩემს ოჯახს მიაყენა"

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის მეორე მატჩში, "არსენალმა" "პორტუ" პენალტების სერიაში დაამარცხა. შეხვედრა ლონდონელების გამარჯვებით 1:0 დასრულდა, ისევე როგორც, პირველ შეხვედრაში "პორტუმ" მოიგო (1:0), ამიტომ დამატებითი დრო და პენალტების სერია გახდა საჭირო იმისთვის, რომ მომდევნო ეტაპზე გამსვლელი გარკვეულიყო. მატჩის დასრულების შემდეგ, პორტუს მთავარი მწვრთნელი გაცხარებული იყო და არტეტასთან პირადადაც ისაუბრა, აშკარად ჩანდა, რომ პორტუგალიელს ესპანელის მიმართ პრეტენზიები ჰქონდა და მწვრთნელები ერთმანეთთან ვერ შეთანხმდნენ.

თამაშის დროს ის სათადარიგოთა სკამს მიუბრუნდა და ესპანურად ჩემს ოჯახს, მათ შორის გარდაცვლილ ოჯახის წევრს, შეურაცხყოფა მიაყენა. შეხვედრის შემდეგ მე მას ვუთხარი, რომ ჯობია გუნდი უკეთ მოამზადოს, რადგან არსენალის ფეხბურთელების ინდივიდუალური შესაძლებლობები მისი მომზადებული გუნდის თამაშის ხარისხს აღემატება - განაცხადა სერჟიუ კონსეინსაუმ არტეტაზე

სერჟიუ კონსეისაუმ კრიტიკა არც სხვა მწვრთნელებს დააკლო. მან თქვა, რომ ანალოგიური შემთხვევა პეპ გვარდიოლასთანაც აკავშირებს, პორტუგალიელმა სპეციალისტმა ტომას ტუხელთან მომხდარი უსიამოვნო ფაქტიც აღნიშნა. კონსეისაუმ გვარდიოლა პორტოს სათადარიგო სკამის შეურაცხყოფაში დაადანაშაულა, ეს 2020 წელს მოხდა, როცა პორტო და "მანჩესტერ სიტი" ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგაზე დაუპირისპირდნენ. ტუხელს კი მსგავსი რამ იმ პერიოდიდან გაუხსენა, როცა გერმანელი "ჩელსის" ხელმძღვანელობდა.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის კენჭისყრა 15 მარტს, პარასკევს, თბილისის დროით 15:00 საათზე გაიმართება, დღეს უკანასკნელი ორი გასული გუნდის ვინაობაც გაირკვევა.

სხვა სტატიები