ბაიერნმა საკუთარი რეკორდი გაიმეორა: კომპანის გუნდი გვარდიოლას შედეგის გაუმჯობესებას ცდილობს
მიუნხენის ბაიერნი ახალ სეზონს შთამბეჭდავად იწყებს და ევროპულ ფეხბურთში ერთ-ერთი საუკეთესო ფორმაციის გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს. ეს განსაკუთრებით ბუნდესლიგაში ჩანს, სადაც ვენსან კომპანის გაწვრთნილი გუნდი თითქმის უდანაკარგოდ მიიწევს და რეკორდს რეკორდზე ამყარებს.
ამჯერად, რეკორდმაისტერმა გატანილი გოლების უნიკალური მიღწევა გაიმეორა. კონკრეტულად, ბავარიელებმა საკუთარი სარეკორდო შედეგი გაიმეორეს და ბუნდესლიგის ზედიზედ ოც შეხვედრაში სულ მცირე 2 გოლის გატანა მოახერხეს. ეს ბელგიელი სპეციალისტის გუნდმა 29 ნოემბერს, უნიონ ბერლინთან 3:1 მოგებულ შეხვედრაში მოახერხა.
ასეთი რამ აქამდე მიუნხენის ბაიერნს 2013/2014 წლების სეზონში, პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით ჰქონდა გაკეთებული, რაც აქამდე ბუნდესლიგის რეკორდად რჩებოდა, შემდეგ მატჩში მინიმუმ 2 გოლის გატანის შემთხვევაში კი ვენსან კომპანი მასწავლებლის შედეგის გაუმჯობესებას მოახერხებს.
ბაიერნი ბუნდესლიგაში 12 ტურის შემდეგ 11 გამარჯვებით და 1 ფრით 34 ქულას ფლობს და დამაჯერებლად ლიდერობს. უახლოეს მდევარ ლაიფციგთან სხვაობა 8 ქულიანია, შემდეგი მატჩი კი სადაც ბაიერნს რეკორდის გაუმჯობესების შესაძლებლობა ექნება, ბავარიელებმა 6 დეკემბერს, შტუტგარტთან სტუმრად უნდა გამართონ.