არტეტა: 'მანჩესტერთან მატჩი კალათბურთს ჰგავდა და დიოკერეში ამაში ძლიერი არაა"
3 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პრემიერ ლიგის ახალი სეზონის პირველ ტურში, ცენტრალური შეხვედრა ოლდ ტრაფორდზე, მანჩესტერ იუნაიტედსა და არსენალს შორის ტარდებოდა. საბოლოოდ, სტუმრებმა რიკარდო კალაფიორის ერთადერთი გოლით მოიგეს, თუმცა მატჩი არც ისე სანახაობრივი გამოვიდა. დიდ ინტერესს იწვევდა ვიქტორ დიოკერეშის თამაშიც, რომელმაც მინდორზე 60 წუთი გაატარა, არცერთი მომენტი არ შეუქმნია და საჯარიმოში სულ 3-ჯერ შეეხო ბურთს.
თამაშის განმავლობაში, დაახლოებით 7/8 სიტუაცია იყო, როცა მეტოქის საჯარიმოში ბურთი დავკიდეთ, შემდეგ მეკარეზე ზეწოლას ვახდენდით და მოთამაშეებიც თითქოს 'მოხსნაზე' იბრძოდნენ. ეს უფრო კალათბურთს ჰგავს და ეს ნამდვილად არაა დიოკერეშის ძლიერი მხარე.
საერთო ჯამში, ჩვენი ბრალია - ბურთი ისე ვერ აგვქონდა, რომ მისი უძლიერესი თვისებები საჩვენოდ გამოგვეყენებინა, სამაგიეროდ, მაინც ძალიან კარგია ოლდ ტრაფორდზე ჩასვლა და პირველივე ტურში 3 ქულის წამოღება. - დაიცვა მიკელ არტეტამ ვიქტორ დიოკერეში
მეორე ტურში, არსენალს შედარებით მარტივი მატჩი ელოდება. 23 აგვისტოს, მეთოფეები საკუთარ მოედანზე ლიდს იუნაიტედს მიიღებენ.