ლუჩესკუმ რუმინეთის ნაკრები დატოვა - მიზეზი მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვედრაა
80 წლის რუმინელმა მწვრთნელმა - მირჩა ლუჩესკუმ, რომელიც რუმინეთის ნაკრებს 2024 წლიდან წვრთნიდა, მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.
მიზეზი თურქეთთან სტუმრად მარცხია, რომლითაც რუმინეთის ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა ოფიციალურად ვერ შეძლო.
რუმინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება მწვრთნელმა თავად მიიღო, რადგან მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ კვალიფიცირება საკუთარ თავზე აიღო.
Rahatsızlığından dolayı hastaneye kaldırılan Romanya Teknik Direktörü Mircea Lucescu:
— Onedio (@onedio) March 29, 2026
"Şu an iyiyim. Türkiye maçını analiz etmeye başladığımda, üzerinden 3 gün geçmiş olmasına rağmen, gerçekten çok öfkelendim.
Bu sinirin üzerine kendimi çok kötü hissettim. Normal nefes… pic.twitter.com/rmiQVsf5jf
ლუჩესკუმ თურქეთთან მატჩის შემდეგ საკმაოდ ბევრი ინერვიულა, რის გამოც იგი საავადმყოფოში მოხვდა.
"ახლა კარგად ვარ. როდესაც თურქეთის მატჩის ანალიზი დავიწყე, მიუხედავად იმისა, რომ მის შემდეგ 3 დღე იყო გასული, ძალიან გავბრაზდი.
ამ სიბრაზესთან ერთად, ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი. მივხვდი, რომ ნორმალურად სუნთქვა არ შემეძლო, რის გამოც საავადმყოფოში გადამიყვანეს." - მირჩა ლუჩესკუ
ლუჩესკუ თავდაპირველად რუმინეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი 1981–1986 წლებში იყო, რის შემდეგაც მისი სამწვრთნელო კარიერა იტალიურ, ავსტრიულ, თურქულ და რუმინულ კლუბებში გააგრძელა. 2017-2019 წლებში იგი თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელიც იყო, 2024 წლიდან დღემდე კი კვლავ რუმინეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად მუშაობდა.
ლუჩესკუს ეროვნულ ნაკრებში ლეგენდარული რუმინელი ფეხბურთელი - ჯორჯ ჰაჯი ჩაანაცვლებს, რომელიც 2001 წელს რუმინეთის ნაკრების თავკაცი იყო, მას შემდეგ კი რამდენიმე თურქულ გრანდსა და რუმინულ კლუბებში იმუშავა.