Belive

პოლონეთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2024 ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პოლონეთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2024 ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა. მთავარმა მწვრთნელმა მიხალ პრობიერჟმა გაფართოებული 29-კაციანი შემადგენლობა წარადგინა.

მეკარეები: ვოიცეხ შჩესნი ("იუვენტუსი"), ლუკაშ სკორუპსკი ("ბოლონია"), მარსინ ბულკა ("ნიცა"), ოლივიერ ზიჩი ("პუშჩა")

მცველები: იაკუბ კივიორი ("არსენალი"), პაველ ბოხნიევიჩი ("ჰერენვენი"), პაველ დავიდოვიჩი ("ვერონა"), ბარტოშ სალამონი ("ლეხ პოზნანი"), იან ბედნარეკი ("საუთჰემპტონი"), სებასტიან ვალუკიევიჩი ("ემპოლი") , ტიმოტეუშ პუჩაჩი ("კაიზერსლაუტერნი"), ბარტოშ ბერეშინსკი ("ემპოლი").

ნახევარმცველები: ბარტოშ სლიზი ("ატლანტა იუნაიტედი"), ტარას რომანჩუკი ("იაგიელონია"), დამიან შიმანსკი ("აეკ ათენი"), იაკუბ პიოტროვსკი ("ლუდოგორეცი"), იაკუბ მოდერი ("ბრაიტონი"), პიოტრ ზიელინსკი ("ნაპოლი"), სებასტიან შიმანსკი ("ფენერბაჰჩე"), კაცპერ ურბანსკი (ბოლონია), კამილ გროსიცკი ("პოგონ შჩეჩინი"), ნიკოლა ზალევსკი ("რომა"), პჟემისლავ ფრანკოვსკი ("ლანსი"), მიხალ სკორაში ("ბრიუგე").

თავდამსხმელები: რობერტ ლევანდოვსკი ("ბარსელონა"), არკადიუშ მილიკი ("იუვენტუსი"), ადამ ბუკსა ("ანტალიასპორი"), კაროლ შვიდერსკი ("ვერონა"), კრიშტოფ პიტეკი ("ბაშაკშეჰირი").

პოლონეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე 2 ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს: 7 ივნისს უკრაინასთან, 10 ივნისს თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ

ევრო 2024-ზე პოლონეთი D ჯგუფშია, 16 ივნისს ნიდერლანდებს დაუპირისპირდება, 21 ივნისს ავსტრიას, ხოლო 25 ივნისს საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს.

სხვა სტატიები