Belive

პოლიციის ყოფილმა კომისარმა რეალი მსაჯების მოსყიდვაში დაადანაშაულა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის პოლიციის ყოფილმა კომისარმა ხოსე მანუელ ვილიარეხომ "რეალი" მსაჯების მოსყიდვაში დაადანაშაულა. 

აღნიშნული განცხადება ვილიარეხომ ერთ-ერთ ესპანურ რადიოში გაავრცელა. მან არალეგალურ ქმედებაში პირადად ფლორენტინო პერესი დაადანაშაულა. 

აღსანიშნავია, რომ ინტერვიუ "ბარსელონასა" და მსაჯების საქმეს ეხებოდა, თუმცა, საუბრისას ახალი "დამნაშავეებიც" გამოჩნდნენ.

ეს ყველა პრეზიდენტს გაუკეთებია. მათ შორის ფლორენტინო პერესსაც. რატომღაც "რეალის" დანაშაულზე არავინ საუბრობს. ფლორენტინოს შესახებ ამას არავინ იტყვის. ეს თვითმკვლელობაა. ფლორენტინო ხელშეუხებელია. - განაცხადა ხოსე მანუელ ვილიარეხომ

აღსანიშნავია, რომ თავად ვილიარეხო 2017 წელს სასამართლოს წინაშე გამოძალვისა და ქრთამის აღების ბრალდებით წარსდგა. 

აქვე იმასაც გეტყვით, რომ "რეალი" დღეს ჩემპიონთა ლიგაზე "ნაპოლის" დაუპირისპირდება, რომელიც 23:00 საათზე არის ჩანიშნული. 

სხვა სტატიები