3 წლიანი დისკვალიფიკაცია - FIFA-მ ლუის რუბიალესი დასაჯა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის (RFEF) პრეზიდენტი - ლუის რუბიალესი, რომელიც ცოტა ხნის წინ დიდ სკანდალში გაეხვა, FIFA-ს სადისციპლინო კომიტეტმა 3-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
მიზეზი ადვილი მისახვედრია - როგორც იცით, რუბიალესმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის შემდეგ, დაჯილდოებისას, ესპანეთის ქალთა ნაკრების ფეხბურთელს - ერმოსოს ტუჩებში აკოცა, რის შემდეგაც ესპანეთის ქალთა საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელმა ჯენიფერ ერმოსომ ფეხბურთის ფედერაციის დისკვალიფიცირებულ პრეზიდენტ ლუის რუბიალესს სასამართლოში უჩივლა.
.jpg)