41-წლიანი პაუზის შემდეგ - ტოტენჰემი ევროპა ლიგის ჩემპიონია
6 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ტოტენჰემი ევროპა ლიგის 2024/25 წლების სეზონის ჩემპიონი გახდა.
ბილბაოში, სან მამესზე გამართულ ინგლისურ ფინალში, ტოტენჰემმა მანჩესტერ იუნაიტედი 1:0 დაამარცხა და ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირის ჩემპიონის ტიტულს ისტორიაში მესამედ დაეუფლა.
შეხვედრის ერთადერთი გოლის ავტორი ბრენან ჯონსონი გახდა, რომელმაც მეტოქის კარი პირველი ტაიმის მიწურულს აიღო და ევროტურნირებზე ტოტენჰემის 41-წლიანი უტიტულო სერია დაასრულა.
Spurs are Europa League champions 2024/25 🤍🏆 pic.twitter.com/RHcvfF2Lp5
— Premier League (@premierleague) May 21, 2025
პრემიერ ლიგაში წარუმატებელი ასპარეზობისა (მე-18 ადგილი) და ჩავარდნილი სეზონის მიუხედავად, ტოტენჰემმა ევროპა ლიგის მოგებით, მომავალი სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა.