Belive

პოლ სქოულზი: "თუ არსენალი პრემიერ ლიგას მოიგებს, ისტორიაში ყველაზე სუსტი ჩემპიონი იქნება"

2 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი ფეხბურთელი და ინგლისის ეროვნული ნაკრების ლეგენდა - პოლ სქოულზი, არსენალის შესაძლო გაჩემპიონების შანსებზე საუბრობს.

ლეგენდარული ფეხბურთელის აზრით, თუ არსენალი შეძლებს და მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგას მოიგებს, შესაძლოა ის იყოს ყველაზე სუსტი გუნდი, რომელსაც პრემიერ ლიგა მოგებული აქვს.

"ხშირად მესმის, რომ არსენალის საჩემპიონო შანსების შესახებ, ცნობილი ფეხბურთელებისა და მწვრთნელების მხრიდან ბულინგი მიმდინარეობს, რასაც არ ვეთანხმები, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს არსენალი არ არის ღირსი იმისა, რომ ჩემპიონატი მოიგოს.

გასაგებია, რომ ისინი წინ არიან სიტიზე და ყველა გუნდზე, თუმცა თამაშის ხარისხი და შემართება არ მომწონს. არის თამაშები, სადაც ძალიან მაგარ ფეხბურთს თამაშობენ, მეტოქეს ჩაგრავენ და დომინირებენ მოედანზე, თუმცა როგორც კი მათ მთავარ კონკურენტს მანჩესტერ სიტის ფეხი დაუცდა, მათ ვერცერთი თამაში ვერ მოიგეს - იცით რატომ? იმიტომ რომ მოგებაზე არ ითამაშეს და 1 ქულითაც დაკმაყოფილდნენ. აი ამიტომ ვიძახი, რომ სუსტი გუნდია, ისინი არ რისკავენ და არ იბრძვიან გამარჯვებებისთვის და სწორედ ამიტომ, მგონია რომ ვერ მოიგებენ..." - პოლ სქოულზი

შეგახსენეთ, რომ 23 ტურის შემდეგ, ლონდონის არსენალი პრემიერ ლიგას 50 ქულით ლიდერობს, მას კუდში კი სიტი და ასტონ ვილა მოყვებიან, რომლებიც შესაბამისად მეორე და მესამე პოზიციაებს 46 ქულით იკავებენ.

არსენალს კი ზედიზედ სამი პრემიერ ლიგური მატჩი არ მოუგია, შემდეგ თამაშს კი სტუმრად ლიდსთან გამართავენ, იმ სტადიონზე, სადაც თამაში ყველას ძალიან უჭირს.

სხვა სტატიები