"შეხედეთ სად არიან ახლა" | ერიკ ტენ ჰაგი მანჩესტერ იუნაიტედს აფრთხილებს
მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი მწვრთნელი, ერიკ ტენ ჰაგი ფიქრობს, რომ გუნდს შესაძლოა, პრემიერ ლიგიდან გავარდნის საფრთხე დაემუქროს. ნიდერლანდელი სპეციალისტის აზრით, ინგლისის ჩემპიონატში არსებული მაღალი კონკურენციის გათვალისწინებით, მაიკლ კერიკის ხელმძღვანელობით, იუნაიტედი შესაძლოა, წარმოუდგენელი შედეგების წინაშე აღმოჩნდეს.
ტენ ჰაგის ეს განცხადება, ჩელსისთან მარცხს მოჰყვა. მანჩესტერმა, ლონდონელებთან 2:0 წააგო და ცხრა ტურის შემდეგ, მხოლოდ 7 ქულა აქვს და მე-17 ადგილზეა. იუნაიტედი გასავარდნ ზონაში მყოფ კრისტალ პალასს მხოლოდ ბურთების შეფარდებით უსწრებს. "წითელი ეშმაკები", ყველა ტურნირზე, ზედიზედ ცხრა მატჩია ვერ იმარჯვებენ. Opta-ს მონაცემებით, ეს მათთვის, ყველაზე ხანგრძლივი მოუგებელი სერიაა 1984 წლის შემდეგ.
ერიკ ტენ ჰაგმა, კითხვას, ემუქრება თუ არა იუნაიტედს პრემიერ ლიგიდან გავარდნა, პირდაპირ უპასუხა. ნიდერლანდელმა მთავარ ფაქტორად ჩემპიონატის მაღალი დონე და კონკურენცია დაასახელა.
პრემიერ ლიგაში ეს ნამდვილად შესაძლებელია, რადგან ყველა გუნდი ძალიან ძლიერია. მანჩესტერისთვის, ასეთ ვითარებაში, სიტუაციის გამოსწორება ურთულესი იქნება. ჩემს მოსვლამდე, კლუბს, ექვსი წლის განმავლობაში, ტიტული არ ჰქონდა მოგებული. შეხედეთ ახლა სად არიან. - ერიკ ტენ ჰაგი
ტენ ჰაგი "ოლდ ტრაფორდზე" 2022 წელს მივიდა. ნიდერლანდელი გუნდიდან, საკმაოდ მცირე დროში, 2024 წელს გაათავისუფლეს. მაგრამ ამ ორი წლის განმავლობაში, ტენ ჰაგმა მანჩესტერ იუნაიტედს ინგლისის ასოციაციის თასი და ლიგის თასი მოაგებინა.
🚨🗣️ 𝗡𝗘𝗪: Former Manchester United manager Erik ten Hag has warned that the club could be relegated from the Premier League this season! 😳
— The Touchline | 𝐓 (@TouchlineX) November 1, 2026
“In the Premier League it’s certainly possible, because all the teams are simply strong.
“They’re all strong squads, all good managers.… pic.twitter.com/avgPvFq1o1