Belive

პოლ სქოულზი: "მანჩესტერს მწვრთნელი არ ჰყავს, ფეხბურთელებს კი თამაში არ სურთ"

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულმა ნახევარმცველმა - პოლ სქოულზმა ერიკ ტენ ჰაგისა და "წითელი ეშმაკების" წარუმატებელ სეზონსა და სტარტზე ისაუბრა.

სქოულზმა აღნიშნა, რომ კლუბს უკვე დიდი ხანია ახალი მთავარი მწვრთნელი სჭირდება, თუმცა რატომ არ ცვლიან ერიკ ტენ ჰაგს მისთვის ამოუხსნელია.

"ჩვენ ორწელიწადნახევარია ამ მდგომარეობაში ვართ. ეს უმწვრთნელო გუნდია, სხვა ვერაფერს დავარქმევ.

უბრალოდ უყურეთ მანჩესტერის თამაშებს და მიხვდებით, რომ ამ კლუბს არაფერი არ ეტყობა იმისი, რომ მწვრთნელი ჰყავს.

გადაახვიეთ და უყურეთ ტოტენჰემთან მატჩს, ფეხბურთელები ისე დაიღალდნენ, რომ მკვდრები ჩანდნენ, ისინი საშინლად გამოიყურებოდნენ.

ეს ბიჭები ვერ იღებენ სიამოვნებას ფეხბურთის თამაშით. არ შეიძლება ასე გამოიყურებოდე 90 წუთის განმავლობაში, ეს შეიძლება მხოლოდ სავარჯიშო მოედანზე გააკეთო." - პოლ სქოულზი

პოლ სქოულზი "წითელი ეშმაკების" ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. მან ამ კლუბს ცხოვრება მიუძღვნა.

ინგლისელმა ფეხბურთელმა მთელი კარიერა სწორედ ამ კლუბში გაატარა, სადაც 713 მატჩი ჩაატარა, გოლით თავი 153-ჯერ, ხოლო საგოლე გადაცემით 81-ჯერ გამოიჩინა. იგი 11-ჯერ გახდა პრემიერ ლიგის გამარჯვებული, 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ხოლო 5-ჯერ ინგლისის სუპერ თასი.

პრემიერლიგის 5 ტურის შემდეგ ,,მანჩესტერ იუნაიტედი'' 7 ქულით სატურნირო ცხრილის მე-13 პოზიციაზეა. ერიკ ტენ ჰაგის გუნდს 5 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 8 გაშვებული.

სხვა სტატიები