საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, პოლ პოგბა ტურინის ,,იუვენტუსში'' დაბრუნების შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუს ყოფილ სახლში იცხოვრებს. ინფორმაციას Corriere della Sera ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 1000-კვადრატულმეტრიანი სახლი პორტუგალიელ ვარსკვლავს 2021 წლის აგვისტომდე ჰქონდა დაქირავებული.
ვილას სპორტული დარბაზი, სპა, საცურაო აუზი, საუნა, ოთხი საძინებელი, მომსახურე პერსონალის ოთახი, უზარმაზარი პარკი და დიდი ავტოფარეხი აქვს.
პოგბა ტურინის ,,იუვენტუსს'' თავისუფალი აგენტის სტატუსით შეურთდება. 29 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში ,,წითელი ეშმაკების” მაისურით ჩატარებულ 27 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა.