პოლ პოგბა: "მინდა საკუთარი კარიერისთვის ვიბრძოლო"
როგორც მოგეხსენებათ, პოლ პოგბა დოპინგ სკანდალში გაეხვა. ფრანგი ფეხბურთელი აკრძალული ნივთიერების გამოყენების გამო ფეხბურთს 4 წლით ჩამოაშორეს.
პოგბამ აღნიშნული ძალიან მძიმედ აღიქვა და ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ შინაგანად მკვდარია. Sky Sport-თან საუბრისას პოლმა თქვა, რომ მას საკუთარი კარიერის გადარჩენა სურს.
მე ისევ ფეხბურთელი ვარ. ყურადღება არ მიაქციოთ ჩემს სიტყვებს, სადაც ვამბობ რომ კარიერას ვასრულებ. მინდა ჩემი კარიერისთვის ვიბრძოლო, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ჯერ არაფერი დასრულებულა. ვარჯიშს ვაგრძელებ. მე კვლავ ფეხბურთელი ვარ, 100%-ით. ერთი სული მაქვს როდის დავბრუნდები. - განაცხადა პოლ პოგბამ
🚨 Paul Pogba: "I'm still a football player. Don't look at that stuff saying I'm retiring, I'm finished... I wanna fight for my career, I'm optimistic".
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) July 2, 2024
"I'm not finished. I'm training hard! I'm still 100% footballer".
"I can't wait to return on the pitch", told Sky Sport. pic.twitter.com/hKtHIB0Tw4
აქვე იმასაც გეტყვით, რომ პოგბას ,,ბებერ ქალბატონებთან'' კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში 30 წლის ნახევარმცველს ტურინული კლუბის მაისურით სულ 2 მატჩი აქვს ჩატარებული. დოპინგ-ტესტზე ჩავარდნის გამო, ტურინულ გუნდში თვეში 873 ათასი ევროს ნაცვლად, 2 ათას ევროს მიიღებს.