Belive

მანჩესტერ იუნაიტედს ჯეკ ბატლენდის დამატება სურს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მანჩესტერ იუნაიტედი" "კრისტალ პალასის" მეკარე ჯეკ ბატლენდთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და იმედოვნებენ, რომ ინგლისელი კარის დარაჯის გადმობირებას შეძლებენ.

გუნდის მთავარი მწვრთნელის ერიკ ტენ ჰაგის თქმით, მას დავიდ დე ხეას შემცვლელი სჭირდება.

ბატლენდი "კრისტალ პალასში" 2020 წლიდან ირიცხეა და პრემიერ ლიგაში მხოლოდ 10 შეხვედრა აქვს ჩატარებული. საინტერესოა, რომ ინგლისელ მეკარეს ამ სეზონში არცერთ მატჩში უთამაშია. ჯეკს ლონდონელებთან კონტრაქტი ზაფხულამდე აკავშირებს.

აღსანიშნავია, რომ ბატლენდს ინგლისის ნაკრების რიგებშიც აქვს ნათამაშები. მან "სამი ლომის" ღირსება სულ 9-ჯერ დაიცვა. შეგახსენებთ, რომ საუთგეიტს ის 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ჰყავდა წაყვანილი.

სხვა სტატიები