Belive

პოგბამ დოპინგის ტესტი ვერ გაიარა | მას 2 წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით პოლ პოგბამ დოპინგ ტესტი ვერ გაიარა და 2 წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება. მისი დაბრუნების თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია, მაგრამ წყაროს ინფორმაციით პოლ პოგბა პროფესიონალურ ფეხბურთს 32 წლის ასაკში დაუბრუნდება.

იუვენტუსის ნახევარმცველი იტალიის სასამართლო პროცესზე უნდა წავიდეს, რამაც შესაძლოა ორწლიანი დისკვალიფიკაცია გამოიწვიოს, მაგრამ ამასთან ერთად არის იმის საშიშროებაც, რომ ფრანგი შეიძლება პროფესიონალური ფეხბურთის კარიერიდან 4 წლით მოიკვეთოს, იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე გადაწყვეტს, რომ მან შეგნებულად მოიხმარა აკრძალული ნივთიერება.

სხვა სტატიები