Belive

პოგბა: "ჩემი მთავარი მიზანი საფრანგეთის ნაკრებში დაბრუნებაა"

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

რამდენიმე დღის წინ სპორტულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "იუვენტუსი" და პოლ პოგბა კონტრაქტის გაწყვეტას აპირებდნენ. სამომავლოდ კი ეს ინფორმაცია დადასტურდა და 2025 წლიდან ფრანგი ნახევარმცველი "ბებერ ქალბატონში" აღარ ითამაშებს.

პოგბას, რომელსაც ,,იუვენტუსთან'' კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს, დოპინგ-ტესტზე ჩავარდნის გამო, გასული წლის სექტემბრის შემდეგ არ უთამაშია.

ფრანგი ფეხბურთელი თავდაპირველად 4-წლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა, რაც სარჩელის შეტანის შემდეგ, 18 თვემდე შემცირდა. შესაბამისად, ნახევარმცველი მოედანზე დაბრუნებას 2025 წლის მარტში შეძლებს.

პოგბამ ფეხბურთი დაბრუნების შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მოედანზე დაბრუნების შემდეგ, მისი მთავარი მიზანი საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნება იქნება.

"მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ერთი თამაში ჩემი ოცნებაა. საფრანგეთის ნაკრებში დაბრუნება, რა თქმა უნდა, ჩემი მთავარი მიზანი იქნება, მაგრამ რეალისტი უნდა ვიყო.

დღეს არ ვთამაშობ ფეხბურთს, უკვე დიდი ხანია ნაკრებშიც არ მითამაშია და ვიაზრებ იმ ყველაფერს, რომ იქ ჩემი ადგილი უნდა დავიმსახურო, ძალიან რთულია, თუმცა იმდენად მოტივირებული ვარ, რომ არამგონია გამიჭირდეს.

ყველაფერს გავაკეთებ, რომ საფრანგეთის ნაკრების ფორმა კიდევ არაერთხელ მოვირგო, რადგან მოედანზე დაბრუნების შემდეგ ეს ჩემი მთავარი ოცნება იქნება - ასევე ძალიან მინდა, რომ 33 წლის ასაკში მსოფლიოს ჩემპიონატზე ვითამაშო." - პოლ პოგბა

შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბა საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი და ერთა ლიგის გამარჯვებულია. მას "ლურჯების" შემადგენლობაში 91 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 11 გოლის გატანა და 9 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

სხვა სტატიები