Belive

პოლ ფილიპი: "საქართველო უფრო დიდ წნეხში იქნება, ვიდრე ჩვენ..."

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეფას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრად საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ორი მატჩის მოგება სჭირდება. ჯერ საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში, ლუქსემბურგთან გამარჯვება, შემდეგ კი, ფინალში გასვლის შემთხვევაში, საბერძნეთისა და ყაზახეთის წყვილში მოგებულის ძლევა. ორივე ეს მატჩი თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ უნდა გაიმართოს.

ისტორიული მატჩის წინ, "BBC Sport"-მა ლუქსემბურგის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან - პოლ ფილიპთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მან საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირებაზეც ისაუბრა.

"ჩვენ სულაც არ ველოდით ევროპის ჩემპიონატზე პირდაპირ კვალიფიკაციას, მაგრამ ყოველთვის შეგვიძლია რომ ვიოცნებოთ მაქსიმალური მიზნებისთვის.

ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძალიან პატარა ქვეყანა ვართ, რომელიც უდიდესი მიზნებისთვის იბრძვის. ჩვენ ყველაფერს ჩავდებთ ჯერ საქართველოსთან თამაშზე, გამარჯვების შემთხვევაში კი ვეცდებით, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ.

ამ მატჩებში ჩვენ ნამდვილად არ ვართ ფავორიტები. მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია...

იყო მომენტი, როდესაც თამაშის დროს ძალიან ანერვიულებულები ვიყავით, თუმცა აღარ ვნერვიულობთ და გაბედულად ვთამაშობთ. წარსულში ყველაფერი დაცვაზე იყო დამოკიდებული, მაგრამ დღეს ჩვენ უფრო მეტად ვართ კონცენტრირებულები ბურთის ფლობასა და მაღალ პრესინგზე.

ძნელია შეადარო ორი განსხვავებული ქვეყანა, მაგრამ ისლანდიამ აჩვენა, რომ ქვეყნის სიდიდეს მნიშვნელობა არ აქვს. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერს ჩვენც დავამტკიცებთ.

ვფიქრობ, საქართველოსთვის ზეწოლა უფრო დიდია, ისინი სახლში თამაშობენ და ფავორიტები არიან. ჩვენნაირად, არც ისინი არ არიან მიჩვეულები ასეთი მნიშვნელოვანი თამაშების თამაშს. ყველაფერს 21-ში ვნახავთ..."
- პოლ ფილიპი

21 მარტს, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" გასამართი მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები