Belive

ლამინ იამალი: "ნაკრებში რეალის ფეხბურთელებს არ ვესაუბრები"

18 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალური მატჩის წინ, სადაც ესპანეთის ნაკრები ავსტრიას დაუპირისპირდება, „ფურია როხას“ მთავარმა ვარსკვლავმა, ლამინ იამალმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტები გაამხიარულა.

ბარსელონას ვუნდერკინდმა მადრიდის რეალის ფეხბურთელებთან და კერძოდ, დანი კარვახალთან ურთიერთობის შესახებ დასმულ შეკითხვებს საკმაოდ მოულოდნელი და იუმორისტული პასუხი გასცა.

როგორც ჩანს, ჟურნალისტები ორ გრანდს შორის არსებულ დაპირისპირებაზე ნაკრებშიც ეძებდნენ ინტრიგას, თუმცა იამალმა სიტუაცია მარტივად განმუხტა. გთავაზობთ მათ შორის შემდგარ დიალოგს:

ჟურნალისტი: „კარვახალს მას შემდეგ კიდევ დაელაპარაკე რამეზე?“

ლამინ იამალი: „არა.“

ჟურნალისტი: „არა?“

ლამინ იამალი: „არა, არა, არა.“

ჟურნალისტი: „კარგი, მაგრამ მასზე ხომ არ გაბრაზებულხარ?“

ლამინ იამალი: „არა, მართლა. მე საერთოდ არ ვესაუბრები არავის მადრიდის რეალიდან.“

ჟურნალისტი: „რეალიდან არავის ელაპარაკები? რატომ?“

ლამინ იამალი: „იმიტომ, რომ არც სელტადან არავის ვესაუბრები, მარტო ბორხას (ბორხა იგლესიასი) გარდა.“ - ჟურნალისტისა და იამალის დიალოგი პრესკონფერენციისას.

იამალის ამ პასუხმა ნათლად აჩვენა, რომ რეალის მოთამაშეებთან კონტაქტის არქონა რაიმე სახის კონფლიქტით კი არა, უბრალოდ მისი პირადი სამეგობრო წრითაა განპირობებული და ამაში განსაკუთრებული ქვეტექსტი არ დევს.

ახალგაზრდა ფორვარდი სრულიად კონცენტრირებულია ავსტრიასთან უმნიშვნელოვანეს შეხვედრაზე, სადაც ესპანეთს შეცდომის დაშვების უფლება აღარ აქვს.

სხვა სტატიები