"დღეს სიტის შემადგენლობაში ლიდერებს ვერ ვხედავ" - გაელ კლიში
3 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
გასულ საღამოს "მანჩესტერ სიტიმ" კიდევ ერთი შეხვედრა ვერ მოიგო. გვარდიოლას გუნდი "ფეიენოორდის" წინააღმდეგ სამი ბურთით იგებდა, თუმცა, შეხვედრა ფრედ 3:3 დასრულდა. მატჩის დასრულების შემდეგ, "ქალაქელებმა" დიდი კრიტიკა მიიღეს. შეგახსენებთ, რომ უკვე მეექვსე თამაშია "სიტი" მოგებას ვერ ახერხებს. ყოფილმა "ქალაქელმა" გაელ კლიშიმ ამ წარუმატებელი სერიის ერთ-ერთ მთავარ მიზეზზე ისაუბრა.
გვყავს ისეთი მოთამაშე რომელიც გასახდელს გამოაცოცხლებს? ეს აშკარად მთავარი მწვრთნელის საქმეა მაგრამ, ზოგჯერ ეს როლი მოთამაშეებმაც უნდა იტვირთონ. ვინ არის ასეთი მოთამაშე თქვენთვის? არ ვიცი. ჩემს დროს ასეთი ნაიჯელ დე იონგი ან ვინი კომპანი იყო. ასევე გვყავდა გარეთ ბერი, ჩუმი ლიდერი მაგრამ, როცა რაღაცის თქმა უნდოდა... თამაშების მოსაგებად ასეთი ხასიათი არის საჭირო და დარწმუნებული არ ვარ, რომ "სიტის" მოთამაშეებს ეს აქვთ. ვერც მოედანზე და გასახდელში ამას ვერ ვამჩნევ. - განაცხადა გაელ კლიშმა
გვარდიოლას გუნდმა ბოლო 6 შეხვედრიდან 5 წააგო და ერთი ფრედ ითამაშა. "ქალაქელებს" ამ მშრალი სერიის გამოსწორება პრემიერ ლიგის მომავალ ტურში შეეძლებათ, სადაც "ლივერპულს" შეხვდებიან. მანჩესტერულ-ლივერპულული დაპირისპირება 1 დეკემბერს 20:00 საათზე გაიმართება.
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ პირველზე მყოფ "ლივერპულსა" და მეორეადგილოსან "სიტის" შორის სხვაობა 8 ქულაა