Belive

პოჩეტინოს წასვლის შემთხვევაში აშშ-ის ნაკრები გვარდიოლას კანდიდატურას განიხილავს

3 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

აშშ-ს ფეხბურთის ფედერაციას შესაძლოა, ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი დაუდგეს. მაურისიო პოჩეტინოს მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლა სულ უფრო რეალური ხდება და არგენტინელი სპეციალისტის წასვლის შემთხვევაში, ამერიკელებს ახალი მწვრთნელის მოძებნა მოუწევთ.

ამ ვითარებაში აშშ-ის ფეხბურთის ფედერაცია პროცესის სწრაფად წარმართვას ცდილობს. The Athletic-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი პეპ გვარდიოლაა. გამოცემის ცნობით, ფედერაცია აპირებს ესპანელ სპეციალისტს რაც შეიძლება სწრაფად დაუკავშირდეს და ეს წინადადება შესთავაზოს. პეპი მანჩესტერ სიტიდან წასვლის შემდეგ უკლუბოდაა.

The Athletic-ი იმასაც იხსენებს, რომ გვარდიოლას კარიერის ერთ-ერთ ეტაპზე აშშ-ის ფეხბურთის ფედერაციასთან მოლაპარაკებები უკვე ჰქონდა. მას ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტ, სუნილ გულატისთან კარგი ურთიერთობა აქვს. ესპანელი სპეციალისტი მაურისიო პოჩეტინოს შერჩევის პროცესშიც მონაწილეობდა. არგენტინელის დანიშვნამდე, მთავარი მწვრთნელის რანგში, თავად გვარდიოლასა და იურგენ კლოპსაც განიხილავდნენ. ესპანელმა პოჩეტინოს დანიშვნის შემდეგ კომენტარიც გააკეთა.

ამერიკა, გრძელვადიანი პროექტის შესაქმნელად და ეროვნული ნაკრების განვითარების ახალ ეტაპზე გადასაყვანად, მომხიბვლელი ქვეყანაა. ამ ქვეყანას სპორტის მრავალფეროვნების თვალსაზრისით, უზარმაზარი პოტენციალი აქვს. - პეპ გვარდიოლა

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც გვარდიოლათი ეროვნული ნაკრები ინტერესდება. სიტიდან წასვლის შემდეგ, იტალია ესპანელი სპეციალისტის გაფორმებას ცდილობდა, მაგრამ გვარდიოლამ სამწვრთნელო პაუზის აღება გადაწყვიტა და ეს შეთავაზება უარყო. ამერიკის ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან, ეს სიახლე ჯერჯერობით, მხოლოდ იდეის დონეზე რჩება. ამ ეტაპზე მთავარი თემა პოჩეტინოს მომავალს უკავშირდება.

სხვა სტატიები