გვარდიოლა აშშ-ის ნაკრების ჩაბარებას არ აპირებს
მაურისიო პოჩეტინო „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მაიკლ კერიკს ჩაანაცვლებს, შესაბამისად, აშშ-ის ნაკრებს ახალი მწვრთნელის მოძიება მოუწევს. ამერიკელებს არგენტინელის შემცვლელად პეპ გვარდიოლას დანიშვნა სურდათ, თუმცა ესპანელმა წინადადება უარყო და ერთწლიანი შესვენების აღება გადაწყვიტა.
არადა, ამერიკა გვარდიოლასთვის უცხო ადგილი ნამდვილად არ არის. „ბარსელონადან“ წასვლის შემდეგ, 2012 წელს, მან გარკვეული დრო სწორედ ნიუ-იორკში გაატარა და ბოლო პერიოდში სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. სანაკრებო ფეხბურთში გადაბარგებაზე პეპს არაერთხელ უსაუბრია. აშშ-მდე მას იტალიისა და ინგლისის ნაკრებებსაც უკავშირებდნენ, თუმცა იტალიელებმა საბოლოოდ რობერტო მანჩინი დააბრუნეს, ინგლისელებმა კი თომას ტუხელი აირჩიეს.
🚨JUST IN: Pep Guardiola SHUTS DOWN USA National Team approach.
— Polymarket FC (@PolymarketFC) November 15, 2026
Guardiola is DETERMINED to take a year out having left Manchester City last summer. pic.twitter.com/x6ESxumTnF
სანამ ამერიკელები ახალ ვარიანტებს ეძებენ, პოჩეტინო ინგლისში გასამგზავრებლად ემზადება. ჰაიტისთან 6:0 მოგების შემდეგ, საპასუხო მატჩი მისთვის გამოსამშვიდობებელი იქნება, „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელის პოსტზე არგენტინელის დებიუტი კი უკვე მომდევნო კვირას, „ლივერპულთან“ შედგება.