Belive

პოჩეტინომ ლონდონის ჩელსისთან კონტრაქტი გააფორმა

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მაურისიო პოჩეტინო ლონდონის ,,ჩელსის'' მთავარი მწვრთნელი გახდება. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, არგენტინელმა სპეციალისტმა ,,არისტოკრატებთან'' კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა და ინფორმაცია მალე ოფიციალურად დადასტურდება.

პოჩეტინო ბოლოს ,,პარი სენ ჟერმენში'' მუშაობდა, საიდანაც 2022 წლის ზაფხულში დაითხოვეს. მანამდე 51 წლის სპეციალისტი ,,ტოტენჰემს'', ,,საუთჰემპტონსა'' და ,,ესპანიოლს'' წვრთნიდა.

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის ბოლო ტურის წინ ,,ჩელსის'' 43 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-12 პოზიციაზეა.

სხვა სტატიები