Belive

გვარდიოლა: "საშინელებაა ასეთი ინტენსივობა - დე ბრუინე და ჰოლანდი გადაიტვირთნენ..."

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მანჩესტერ "სიტის" 53 წლის ესპანელმა თავკაცმა - პეპ გვარდიოლამ, თასის ნახევარფინალის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ერლინგ ჰოლანდისა და კევინ დე ბრუინეს ტრავმის შესახებ ისაუბრა.

პეპმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით უცნობია, შეძლებენ თუ არა დე ბრუინე და ერლინგ ჰოლანდი "ჩელსის" წინააღმდეგ თამაშს.

"ერლინგ ჰოლანდმა პირადად მთხოვა მადრიდის რეალთან მოედნიდან გაყვანა. მას გული აწუხებდა, იმიტომ რომ ბოლო 17 დღეში 6 მატჩი ვითამაშეთ. ეს არის საშინელება, მერამდენედ ვსაუბრობთ უკვე სხვადასხვა მწვრთნელები ამ თემაზე, თუმცა სამწუხაროა, რომ ყურადღებას და ამის გამოსწორებას არავინ ცდილობს.

კევინ დე ბრუინე კი სრულიად განადგურებული იყო, იგი ძალიან დაიღალა რეალის წინააღმდეგ და შემდეგ დღეს ვარჯიშიც გამოვატოვებინა, თუმცა დღეს კარგად არის, უბრალოდ ჯერჯერობით არ ვიცი, შეძლებს თუ არა დე ბრუინე ჩელსის წინააღმდეგ თამაშს." - პეპ გვარდიოლა

მანჩესტერ "სიტისა" და "ჩელსის" ნახევარფინალური დაპირისპირება 20 აპრილს, 20:15 საათზე შედგება, გამარჯვებული გუნდი კი ფინალის საგზურს მოიპოვებს.

სხვა სტატიები