Belive

"ჩელსის მწვრთნელის შეცვლა უნდა, მათ ახლავე სურთ ხაბო ალონსოს გუნდში მიყვანა" - GOAL

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლონდონის "ჩელსი" მაურისიო პოჩეტინოს შედეგებით უკმაყოფილოა და მთავარ მწვრთნელად სასწრაფოდ სურს ხაბი ალონსოს გუნდში მიყვანა, მაგრამ ესპანელი სპეციალისტი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს - ამის შესახებ ინფორმაციას სპორტული გამოცემა Goal აქვეყნებს.

ხაბი ალონსომ "ჩელსის" თანამფლობელ ბეჰდად ელბალის ყურადღება მიიპყრო და მას ესპანელი სპეციალისტის გუნდში მიყვანა ძალიან სურს.

როგორც ბრიტანული გამოცემა Goal იტყობინება ხაბი ალონსოს ჯერჯერობით სურს, რომ "ლევერკუზენში" მიმდინარე შესანიშნავი სეზონი დაასრულოს, ხოლო მომავალი სეზონიდან ესპანელს "რეალ მადრიდსაც" უკავშირებენ.

გერმანულ გუნდს ბუნდესლიგაში წაუგებელი სერია აქვს, 20 ჩატარებული მატჩიდან 16 მოიგო და 4 ფრედ ითამაშა. "ლევერკუზენი" ჯერჯერობით გერმანიის ჩემპიონი არასდროს გამხდარა, მათ ისტორიის განმავლობაში მეორე ადგილზე გასვლა 5-ჯერ მოახერხეს.

"ჩელსი" პრემიერ ლიგაში მე-11 ადგილზეა, ბოლოს კი ლონდონელები "ვულვზთან" 2:4 დამარცხდნენ.

სხვა სტატიები