პოჩეტინო: "წინ რთული კვირები გველოდება"
2 წლის წინ
ფეხბურთი
3 წთ
"ბენზემას პირველმა გოლმა სრულიად შეცვალა თამაში. ერთი საათის განმავლობაში, ჩვენ მადრიდის "რეალზე" უკეთესად ვთამაშობდით. ამის შემდეგ, რამდენიმე შეცდომა დავუშვით. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ჩვენ უკეთესი მხარე ვიყავით, მაგრამ წავაგეთ. იმედგაცრუებული და აღელვებული ვარ, მაგრამ ეს ყველაფერი შეიძლება მოხდეს. წინ რთული კვირები გველოდება", - თქვა პოჩეტინომ.მას შემდეგ, რაც 2011 წელს ყატარის მფლობელობაში გადავიდა, "პარი სენ-ჟერმენმა" ვარსკვლავებით სავსე გუნდი ჩამოაყალიბა, თუმცა არაბული ნავთობი ევროპული საფეხბურთო ტრიუმფისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა.
პსჟ-ს მიღწევები ჩემპიონთა ლიგაზე
- 2012/13 - მეოთხედფინალი
- 2013/14 - მეოთხედფინალი
- 2014/15 - მეოთხედფინალი
- 2015/16 - მეოთხედფინალი
- 2016/17 - მერვედფინალი
- 2017/18 - მერვედფინალი
- 2018/19 - მერვედფინალი
- 2019/20 - ფინალი
- 2020/21 - მეოთხედფინალი
- 2021/22 - მერვედფინალი
"პოჩეტინო შემდეგ სეზონში აქ არ იქნება. მე არც კი მჯერა, რომ მას სურს პარიზში ყოფნა სურს. მისი ოჯახი ჯერ კიდევ ლონდონში ცხოვრობს, პოჩეტინო კი ერთი წელია, პარიზის სასტუმროში იმყოფება და შესაძლოა, ეს პრობლემის ერთ-ერთი ნაწილია. მწვრთნელმა არ უნდა მისცეს გუნდს უფლება, ჩაიძიროს ისე, როგორც რეალთან თამაშისას", - თქვა ცნობილმა ფრანგმა ჟურნალისტმა, ჟულიენ ლორენსმა.ლორენსმა ასევე გააკრიტიკა პოჩეტინოს მიერ ჯანლუიჯი დონარუმასა და კეილორ ნავასის რეგულარული როტაცია. "მეკარის მდგომარეობა გიჟურია", - თქვა ლორენსმა. "არასოდეს იცი, ვინ ითამაშებს შემდეგ. ეს უბრალოდ სიგიჟეა. მეკარეების მუდმივი ცვლა ნიშნავს არასტაბილურ გარემოს, არასოდეს იცი, თუ ვინ ითამაშებს მომდევნო მატჩში, ეს ფსიქოლოგიურ პრობლემებსაც ქმნის", - აღნიშნა ლორესნმა.