ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ში სამედიცინო შემოწმებას ამ კვირაში გაივლის
ხვიჩა კვარაცხელია კარიერას ,,პარი სენ ჟერმენში'' გააგრძელებს. ინფორმაცია მალე ოფიციალურად დადასტურდება.
ფრანგული მედიის ცნობით, პარიზული კლუბი კვარას სანაცვლოდ ,,ნაპოლის'' 70 მილიონ ევროს გადაუხდის და ქართველ ფეხბურთელთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
როგორც ფაბრიციო რომანო წერს, ,,პსჟ-მა'' ხვიჩას სამედიცინო შემოწმება ამ კვირაში უკვე ჩანიშნა.
მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას ანგარიშზე ნეაპოლელთა მაისურით ჩატარებულ 19 შეხვედრაში 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა
🔴🔵🤝🏻 PSG have already planned for Khvicha Kvaratskhelia’s medical this week.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) January 14, 2025
PSG director Luis Campos closed the deal verbally on Monday, PSG and Napoli presidents Nasser Al Khelaifi & Aurelio de Laurentiis sealed it today.
👀 Napoli, stepping up efforts for replacement now. pic.twitter.com/ERiQ6hCBav